Another advertisement
საქართველოდან რეექსპორტის 50% მეზობელ ქვეყნებზე მოდის. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში რეექსპორტის მოცულობამ 1,855 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 926,034 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია საქართველომ მეზობელ ოთხ ქვეყანაში „გადაყიდა“. ყველაზე დიდი მოცულობის პროდუქციის რეექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა, შემდეგია სომხეთი და რუსეთი, ყველაზე მცირე კი თურქეთზე მოდის.