Another advertisement
საქართველოდან ევროკავშირში 800 ტონა მოცვი გავა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ევროკავშირში ქართული მოცვის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას გასულ კვირას მადრიდში გამართულ Fruit Attraction 2023-ზე მიაღწიეს.საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველომ დაახლოებით 3 270 ტონა მოცვი გაიტანა, რაც 2,4-ჯერ აღემატება 2022 წელს დაფიქსირებულ წინა რეკორდს. მოცვის ექსპორტმა 2023 წელს თითქმის 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რისი მთავარი ფაქტორიც წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის ზრდა იყო.