This is a specific ad

საფრანგეთში ტყეებში, პლაჟებსა და საზოგადოებრივ პარკებში მოწევა აიკრძალება

59

Another advertisement

საფრანგეთში ტყეებში, პლაჟებსა და საზოგადოებრივ პარკებში მოწევა აიკრძალება. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ორელიენ რუსომ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მთავრობის გეგმის ნაწილი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული 75 000 გარდაცვალების შემთხვევის აღსაკვეთად. მინისტრის განცხადებით, „გეგმის მიზანია, 2032 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი თაობა შეიქმნას“.

როდის უნდა ამოქმედდეს აკრძალვა, ორელიენ რუსოს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ მომდევნო წლიდან ადამიანები შესაძლოა ამ კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

ორელიენ რუსომ ასევე აღნიშნა, რომ სიგარეტის ღირებულება თანდათანობით გაიზრდება და 2025 წლისთვის ერთი კოლოფი 12 ევრო, 2027 წლისთვის კი – 13 ევრო ეღირება.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
მარნეულის “ალგეთი” ჩემპიონ ლიგის გათამაშების ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
Öncəki yazı
ბათუმში, მეხუთე თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი, კლინიკიდან 2 კილოზე მეტი გაეწერა