This is a specific ad

საპროტესტო აქციები რუსეთში

80

Another advertisement

უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოსკოვში 6 იანვარს, მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციები გამართეს თავდაცვის სამინისტროსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. აქტივისტები ითხოვდნენ ომში გაწვეული ჯარისკაცების სახლებში დაბრუნებას. საპროტესტო ტექსტებით იყო გაფორმებული ყვავილების ლენტებიც, რომელთაც ისინი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ტოვებდნენ.

საპროტესტო გამოსვლებმა დაკავებების გარეშე ჩაიარა, რაც იშვიათი მოვლენაა რუსეთში ანტისაომარი გამოსვლებისას, აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი გამოსვლები კვლავ იგეგმება მომდევნო შაბათს, დღის 12 საათზე, ადმინისტრაციულ შენობებთან და ომში დაღუპულთა მემორიალებთან.

რუსეთის სამხედრო უწყებამ, უკრაინაში ომიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, 2023 წლის მიწურულს, პირველად გაასაჯაროვა არმიაში კონტრაქტით მომსახურე („კონტრატნიკი“) სამხედროთა რაოდენობა, რომელიც 640 ათასზე მეტია. რუსეთის სახელით მებრძოლი სამხედროების დანაკარგი კი უკრაინაში 2023 წელს ერთ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს.

დაღუპულთა რიცხვმა რუსულ ჯარში 80 ათასს მიაღწია.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Ortaçalada tikintisi planlaşdırılan amfiteatr
Öncəki yazı
İtaliyanın xarici işlər naziri: “Avropa İttifaqı öz vahid ordusunu yaratmalıdır”