This is a specific ad

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

49

Another advertisement

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩხონჯუს მახლობლად დატბორილ გვირაბში ჩარჩენილი ავტომობილებიდან მაშველებმა 9 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ჯერჯერბით უცნობია, სულ რამდენი ადამიანია 685-მეტრიან გვირაბში, მაგრამ, სავარაუდოდ, იქ, 15 ავტომობილია ჩარჩენილი.სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ათასობით ადამიანი ამ დრომდე ევაკუირებულია.

ქვეყანაში ძლიერი წვიმები, რომელმაც მეწყერი გამოიწვია, რამდენიმე დღეა გრძელდება. ამასთან, უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ოფიციალური ინფორმაციით, 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, რამდენიმე კი დაშავებულია.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
Öncəki yazı
ბიჭმა, ცოლად მოყვანის მიზნით, ბიძაშვილი მოიტაცა