სამეგრელოში ქალმა სახლში შეჭრილი ნიღბიანი მამაკაცი სცემა

1

სამეგრელოში 70 წლის ქალმა, სახლში შეჭრილი ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც მის გაუპატიურებას აპირებდა მოიგერია და სცემა. ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 30 წლამდე ნიღბიანი მამაკაცი, 70 წლის მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მამაკაცმა სცადა ქალბატონის მიმართ, სექსუალური  ძალადობა. რა დროსაც – ქალმა, ნიღბის მოხსნა მოახერხა და თავდამსხმელი ამოიცნო, რომელიც მისი მეზობელი აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით თავდამსხმელი აეროპორტში დააკავეს, მაშინ, როცა იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რომელიც “გაუპატიურებას, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით” გულისხმობს.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“Silknet” dən 33 min nəfərin şəxsi məlumatları sızdırılıb
Öncəki yazı
Laçında 32 ildən sonra İlaxır çərşənbənin tonqalı qalanıb