This is a specific ad

სალომე ზურაბიშვილი იმსახურებს, რომ თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი იყოს – რატი იონათამიშვილი

51

Another advertisement

სალომე ზურაბიშვილმა დაიმსახურა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თანამდებობიდან იყოს გადაყენებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე იქნება მიყვანილი, რადგან არჩევნების შედეგებით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

„რასაკვირველია, იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე იქნება მიყვანილი, რადგან არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა უპრეცედენტოდ მაღალი იქნება და ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ გაგვიჭირდება. მით უმეტეს, ხმათა იმ რაოდენობის მოპოვება, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცედურა სისრულეში იყოს მოყვანილი. სალომე ზურაბიშვილმა მილიონზე მეტ ამომრჩეველს უღალატა, ვინც მას მხარი „ქართული ოცნების“ თხოვნით დაუჭირა და პრეზიდენტად აირჩია. ის ცდილობს, რომ ქართულ დემოკრატიას და სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროს. შესაბამისად, იმსახურებს, რომ თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი იყოს. სამართლიანობა ითხოვს, რომ ვინც კონსტიტუციას შეურაცხყოფას აყენებს, მას შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საფრანგეთი უკრაინას 2025 წლის პირველ კვარტალში Mirage 2000 ტიპის გამანადგურებლებს გადასცემს
Öncəki yazı
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაში, ბალისტიკური რაკეტით, გემს დაარტყეს – არის მსხვერპლი