Another advertisement
“სადახლოში” 16 699.51 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – შემოსავლების სამსახურის ცნობით, ნაკეთობების შემოტანას უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობდა.
გამოძიების დაწყების მიზნით მომხდართან დაკავშირებით ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური ამ დროისთვის ინფორმირებულია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 172,1 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16 699.51 ლარი შეადგინა.საქმე, შემდგომი რეგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – წერია განცხადებაში.