საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

1

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ახლანდელი ქმარი კი მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

ცნობილია, რომ კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. 

 მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

0
0
Kateqoriya: Kriminal
Sonrakı yazı
3 წლის ბიჭმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და დედა სიკვდილს გადაარჩინა
Öncəki yazı
10 დეკემბრიდან Georgian Airways თბილისსა და პეტერბურგს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს