“საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა “საგარეო” კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი!” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი “ფეისბუქში” წერს და ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებას.
“საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა “საგარეო” კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი!
საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი!
ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები…ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით”, – წერს წილოსანი.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ნაწილი აპროტესტებს ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებას.