საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 00:00 საათიდან დაიწყება

2

ახალ 2024 წელს თბი­ლი­სი პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე სა­ა­ხალ­წლო გა­ლა­კონ­ცერ­ტით შეხ­ვდე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­სა­ა­თი­ან შთამ­ბეჭ­დავ სა­ნა­ხა­ო­ბას, სა­ხელ­წო­დე­ბით „ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქი­დან ევ­რო­პა­ში” მა­ყუ­რე­ბელს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, გუნ­დე­ბი, ან­სამ­ბლე­ბი და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან და მა­ესტრო ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან ერ­თად, ზუს­ტად 00:00 სა­ა­თი­დან წა­რუდ­გე­ნენ.

“გა­ლა­კონ­ცერ­ტზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბი და სხვა­დას­ხვა უცხო­უ­რი ჰი­ტე­ბი, მათ შო­რის ორი ცნო­ბი­ლი სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა ქარ­თუ­ლი ტექ­სტით.

პროგ­რა­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში 30 მუ­სი­კა­ლურ ნო­მერს შე­ი­ცავს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე 200-ზე მეტი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი წარ­დგე­ბა”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
კიდევ ერთხელ გილოცავთ უზარმაზარ მიღწევას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას – გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს – აშშ-ის ელჩი საქართველოში
Öncəki yazı
7 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ გოზინაყის მომზადებისას