This is a specific ad

საარჩევნო პარტიებმა, ბოლო 2 თვეში, 9 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს

38

Another advertisement
აქედან 8 მლნ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის
საარჩევნო პარტიებმა, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 9 571 423 ლარის შემოწირულება მიიღეს.
კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება – 8 მილიონ ლარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 8 246 460 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ქართულ ოცნებას“ 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხა.
მმართველი პარტიის შემდეგ, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს მიღებული. პარტიამ დაახლოებით 2 თვეში, 2 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი და ასევე, ავთანდილ წერეთელი, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 10 ათასი და 60 ათასი ლარი შესწირეს.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიას 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, 164 455 ლარი ჩაერიცხა.
პარტიას „საქართველოსთვის“, 1-ელი ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 118 971 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბექა ლილუაშვილი, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ კი ამავე პერიოდში თანხა მხოლოდ ივლისის თვეში აქვს მიღებული. მას სამმა შემომწირველმა, ჯამში, 3 ათასი ლარი ჩაურიცხა.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის მითითებულ პერიოდში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
როდის გაიხსნება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი | არსებული შეზღუდვის დრო 1-ელ ოქტომბერს იწურება
Öncəki yazı
Yandex GO-სა და Yandex Pro-ს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის მიწოდების გამო კომპანია დაჯარიმდა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური