This is a specific ad

საარსებო მინიმუმი ქვეყანაში შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს

31

Another advertisement

2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.6 ლარით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 253.5 ლარს შეადგენდა. წლიურად კი მაჩვენებელი 3.6 ლარით არის გაზრდილი, კერძოდ, გასული წლის სექტემბერში საარსებო მინიმუმი – 247.3 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-9 თვეში 222.2 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2023 წლის აგვისტოში 224.5 ლარი, ხოლო 2022 წლის სექტემბერში -219.1 ლარი იყო. ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ABŞ Türkiyədəki konsulluğunu bağladı
Öncəki yazı
Ərdoğan: “BMT TŞ növbəti dəfə üzərinə düşən məsuliyyəti yerinə yetirə bilmədi”