This is a specific ad

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

46

Another advertisement

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დროებით ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიიდან, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, მის გასათავისუფლებლად არსებული მექანიმზები ამოქმედებულია.

“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი გადმოირიცხა – რუსეთი პირველ ადგილზეა
Öncəki yazı
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ სახლებამდე მიაღწია