This is a specific ad

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

16

Another advertisement

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით 19 წლის ბიჭი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

pia.ge

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
Ərdoğan azərbaycanəsilli sənətçiyə yeni vəzifə verdi – FOTO
Öncəki yazı
Rustavi-Tbilisi magistralında qəza baş verib – 1 ölü – VİDEO