ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის თანახმად, ბათუმის N14 და ასლანიკაშვილის N12-ის კვეთიდან რუსთაველის N32-ის ჩათვლით არსებულ მონაკვეთზე მოეწყობა ბორდიურები, სარინერები და მწვანე სივრცეები, ტროტუარები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი.
რუსთაველის ქუჩის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების სრული ღირებულება 5 734 027 ლარია. პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.