რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია

2

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 15-17 მარტს რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, რომელთა თანახმადაც არჩევნებში კვლავ ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა, მან შემოსულ ხმათა 87,28% მიიღო.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასაარჩევო გარემოზე დაშემდგომში არჩვნების პროცესზე დაკვირვებისას განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რიგი სხვა ქვეყნები არ აღიარებენ.

ამომრჩეველთა უფლებების დამცველი მოძრაობა „გოლოსი“ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს „სიმულაცია“ -ს უწოდებს, ვინაიდან პუტინის არცერთ რეალურ მეტოქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცემია. „გოლოსმა“ ასევე ასახა ხმის მიცემის პროცესში გამოვლეილი დარღვევები, სხვადასხვა რეგიონში.

Important Stories-ის თანახმად კი საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინის მიერ მიღებული, 76 მილიონი ხმიდან, თითქმის 22 მილიონი გაყალბებული იყო.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ოკუპანტები ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოჩნდნენ
Öncəki yazı
პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა