რუსეთიდან ხორბლის იმპორტი იზრდება, ფასი კი მცირდება.

1

რუსული ხორბლის ფასი კლებას განაგრძობს. რუსეთის საექსპორტო ფასი ტონაზე 240 დოლარია, რისი მინიმუმიც ივლისის შუა რიცხვებში დაფიქსირდა, როცა FOB-ფასი 230 დოლარს შეადგენდა. მარცვლეულის მწარმოებელთა კავშირი მოელის, რომ რუსული მარცვლეულის საექსპორტო ფასი კვლავ ამ მინიმუმამდე დაეცემა. ხორბლის საიმპორტო ფასი 1 ტონაზე 30 დოლარით არის შემცირებული ბოლო 3 თვის განმავლობაში საქართველოშიც. კერძოდ: ივნისში საქართველომ რუსეთში იყიდა 2,560 მლნ დოლარის ღირებულების 9 887 ტონა ხორბალი, ტონაზე საშუალო ფასი 258 დოლარი, ივლისში – 5 914 მლნ დოლარის ღირებულების 25 446 ტონა (საშუალო ღირებულება – 232 დოლარი ტონაზე), აგვისტოში – 5,989 მლნ დოლარის 26 363 ტონა (საშუალო ღირებულება – 228 დოლარი ტონაზე). რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთისგან 32.04 მლნ აშშ დოლარის 117 907 ტონა ხორბალი იყიდა. რაც შეეხება სრულ მონაცემებს, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ 32.6 მლნ აშშ დოლარის 119 456 ტონა ხორბალი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 30.7 მლნ აშშ დოლარის 85 326 ტონა ხორბალი. რუსული ხორბლის იმპორტის ზრდა, საქართველოში ფქვილზე ახალი რეგულაციის დაწესებამ გამოიწვია. 12 ივნისს საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა, რომელიც ძალაში 5 თვეს იქნება. შედეგად, საქართველოში შემცირებულია ფქვილის იმპორტი. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 45.2 მლნ აშშ დოლარის 119 376 ტონა ხორბლისა და ჭვავის ფქვილი შემოვიდა, მიმდინარე წელს კი, 29.3 მლნ აშშ დოლარის 104 980 ფქვილი. ცნობისთვის, რუსულ ხორბალზე ფასების კლება ოქტომბერშიც გაგრძელდება

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Neftin qiyməti 97 dollara çatıb
Öncəki yazı
როგორ ეხმაურება პრემიერი ლავროვის განცხადებას, რომ ფრენების განახლებაზე რუსეთის და საქართველოს? მთავრობები შეთანხმდნენ?