This is a specific ad

რუსებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

53

Another advertisement
რუსეთი საოკუპაციო ძალებმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.”
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Süni intellekt insan düşüncəsini oxuyur
Öncəki yazı
Bu gün Akaki Seretelinin doğum günüdür