ჟურნალ CEOWORLD აქვეყნებს ქვეყნების სიას საშუალო თვიური ხელფასის რეიტინგის მიხედვით, 2024 წლის მაჩვენებლით საშუალო თვიური ხელფასის მიხედვით საქართველო 196 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა.
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 534 დოლარია. ამ თანხით ქვეყანა მეორე ადგილზეა სამხრეთ კავკასიაში და მხოლოდ ერთი პოზიციით ჩამორჩება სომხეთს, რომელიც 92-ე ადგილს იკავებს, სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი 541 დოლარია. აზერბაიჯანი კი 494 დოლარით 99-ე ადგილზეა.
რაც შეეხება რეგიონის მეზობელ ქვეყნებს, ხელფასების მხრივ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა უსწრებს მხოლოდ თურქეთს, რომელიც 124-ე ადგილზეა. თურქეთში საშუალო თვიური ხელფასი სულ რაღაც 314 დოლარია.
თურქეთი ჩამორჩება ომში მყოფ უკრაინას, რომელიც რეიტინგში 107-ე ადგილზეა.
რუსეთი ლიდერია რეგიონში დსთ-ს ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასით. რუსეთში საშუალო თვიური ხელფასი 2159 დოლარია, რაც ქვეყანას რეიტინგში 34-ე ადგილს უნარჩუნებს, შემდეგ მოდის ყაზახეთი, რომელიც 80-ე ადგილზეა 673 დოლარის ანაზღაურებით.
8111 დოლარით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი შვეიცარიაშია.
2024 წელს ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასის მქონე ტოპ 10 ქვეყნები:
შვეიცარია – 8111 დოლარი
ლუქსემბურგი – 6633 დოლარი
აშშ – $6455
ისლანდია – 6441
ნორვეგია – 5665
დანია – 5642
კანადა – 5081
გრენლანდია – 4665
ირლანდია – 4622
ნიდერლანდები – 4581
ყველაზე დაბალი ხელფასი დაფიქსირდა ლესოტოში (24 დოლარი), ანგოლაში (27 დოლარი) და მალავიში (31 დოლარი).