Another advertisement
ბავშვებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის, არ არის რეკომენდებული უზმოზე მჟავე – ვაშლის, ციტრუსის – წვენის მიღება. მის მაგივრად ჯობს მისცეთ სტაფილოს, გოგრის, გარგარის წვენი ან სხვა ტკბილი წვენების ნარევი. მეხუთე – მეტად მნიშვნელოვანი – წესი: წვენი გამოწურვისთანავე უნდა დალიოთ. თუ 30 წუთზე მეტხანს შეინახავთ, იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებების უმეტესობას. ბუნებრივი კონსერვანტია ლიმონის წვენი, ამიტომ თუ მის რამდენიმე წვეთს დაუმატებთ, სასმელი 30 წუთის შემდეგაც შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.