Another advertisement
არ არსებულა ჯერ ისეთი უამინდობა, რომელსაც არ ჰქონია დასასრული, საბოლოოდ მზე ყოველთვის გამოდის… ასე რომ არ იდარდოთ მეგობრებო, საახალწოლოდ ძალიან დაგვითბება… – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.
„ხმელთაშუა ზღვის აუზზე მდებარე დიდი და შთამბეჭდავი ანტიციკლონი ფაქტობივად ჩააქრობს შუქს ისედაც გაურკვეველ ზამთრის აქტივობაზე, სითბოა მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში, სრულად ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც – 29 დეკემბრიდან პრაქტიკულად გაზაფხულის მსგავსი ტემპერატურის მაჩვენებლებით 18/20°C- თან ახლოს…მანამ კი 26 დეკემბრის შუადღემდე საქართველოში ნარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი – შტორმული გაფრთხილება ძალაშია ზეგ დილამდე“ – წერს მეტეოროლოგი.