This is a specific ad

როგორ ცხოვრობდით ადრე ტექნოლოგიებთან წვდომის გარეშე?

62

Another advertisement

შვილმა ერთხელ ჰკითხა თავის მამას: „როგორ ცხოვრობდით ადრე ტექნოლოგიებთან წვდომის გარეშე:

ინტერნეტის გარეშე,

კომპიუტერების გარეშე,

ტელევიზორების გარეშე,

კონდიციონერების გარეშე,

მობილური ტელეფონების გარეშე?“

მამამ უპასუხა:

„ზუსტად ისე, როგორც დღეს თქვენი თაობა ცხოვრობს;

ლოცვის გარეშე,

თანაგრძნობის გარეშე,

ღირსების გარეშე,

პატივისცემის გარეშე,

სირცხვილის გრძნობის გარეშე,

თავმდაბლობის გარეშე,

წიგნის კითხვის გარეშე…

ჩვენ – ადამიანები რომლებიც დავიბადეთ 1945-1985 წლებს შორის, ვართ დალოცვილნი.

ჩვენი ცხოვრება – ამისი ცოცხალი მაგალითია:

თამაშის და ველოსიპედზე ჯდომის დროს, ჩვენ არ ვატარებდით ჩაფხუტებს. ჩვენ არ გვეშინოდა მარტო გვევლო სკოლაში სწავლის პირველივე დღიდან.

სკოლის შემდეგ ჩვენ მზის ჩასვლამდე ვთამაშობდით.

ჩვენ არასოდეს ვუყურებდით ტელევიზორს შუადღემდე.

ჩვენ ვთამაშობდით ნამდვილ მეგობრებთან და არა ვირტუალურ მეგობრებთან ინტერნეტიდან.

თუკი ჩვენ მოგვწყურდებოდა, ჩვენ ვსვავდით ონკანის წყალს და არა ბოთლის წყალს.

ჩვენ ცოტას ვავადმყოფობდით, თუმცა ადრე ჩვენ ოთხ მეგობართან ერთად ვიყოფდით ერთ ჭიქა წვენს. ჩვენი მშობლები გვკურნავდნენ სამამულო წარმოების კაპიკებიანი საშუალებებით ან ხალხური მედიცინის დახმარებით.

ჩვენ არასდროს ვიმატებდით წონაში, თუმცა ჩვენ ვჭამდით ბევრ პურს და კარტოფილს ყოველდღე.

ჩვენ მივეჩვიეთ შეგვექმნა ჩვენი სათამაშოები და მათით გვეთამაშა.

ჩვენ ვუწილადებდით ერთმანეთს ჩვენს სათამაშოებს და წიგნებს.

ჩვენი მშობლები არ იყვნენ მდიდრები. ისინი გვჩუქნიდნენ ჩვენ თავის სიყვარულს, გვასწავლეს დაგვეფასებინა სულიერი, და არა მატერიალური, მოგვცეს ნამდვილი ადამიანური ფასეულობების – პატიოსნების, ერთგულების, პატივისცემის, შრომისმოყვარეობის გაგება.

ჩვენ არასოდეს გვქონია: მობილური ტელეფონი, დივიდი, ფლეისტეიშენი, იქსბოქსი,

ვიდეოთამაშები, პერსონალური კომპიუტერი, ინტერნეტ-ჩათი.

სამაგიეროდ ჩვენ გვყავდნენ ნამდვილი მეგობრები!

ჩვენ მივდიოდით სტუმრად ჩვენს მეგობართან დაუპატიჟებლად, ჩვენ გვიმასპინძლდებოდნენ უბრალო, მოკრძალებული საჭმელით.

ჩვენი მოგონებები შავ-თეთრ ფოტოებზე იყო აღბეჭდილი, მაგრამ ისინი მაინც ნათელი და ფერადი იყო, ჩვენ სიამოვნებით ვფურცლავდით ოჯახურ ფოტოალბომებს და კრძალვით ვინახავდით ჩვენი წინაპრების პორტრეტებს.

ჩვენ არ ვყრიდით ნაგავში წიგნებს, არამედ რიგებში ვიდექით მათ შესაძენად და შემდეგ ხარბად, გაუჩერებლად ვკითხულობდით.

ჩვენ არ გამოგვქონდა ჩვენი ცხოვრება უცხოების განხილვაზე და არ განვიხილავდით ისეთი კმაყოფილებით სხვების ცხოვრებას, როგორითაც ამას თქვენ აკეთებთ – გამოფინოთ საკუთარი ცხოვრება საჩვენებლად ინსტაგრამზე, განიხილოთ სახალხოდ მას-მედია-სივრცეში საკუთარი ოჯახური საიდუმლოებები.

ჩვენ – უნიკალური და ყველაზე მეტად გამგები თაობა ვართ, რადგან:

ჩვენ ვართ ბოლო თაობა, რომელიც მშობლებს უსმენდა და უჯერებდა, ამას გარდა, ჩვენ ვართ პირველნი, რომლებსაც საკუთარი შვილებისთვის უნდა მოგვესმინა და დაგვეჯერებინა.

და ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ თქვენზე გონიერია და გეხმარებათ თქვენ.

ჩვენ შეზღუდული გამოცემა ვართ.

დატკბით ჩვენით!

ისწავლეთ ჩვენგან!

დაგვაფასეთ ჩვენ!

მანამდე, ვიდრე გავქრებით…“

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ərdoğan: “Yeni əsr Türkiyə əsri olacaq”
Öncəki yazı
Gürcüstanda əhalinin sayının yarısı qədər avtomobil var