This is a specific ad

როგორ მოქმედებს სხვადასხვა დიეტა ჩვენს კბილებზე

32

Another advertisement

ბევრი ქალი, რომელთაც სურთ სხეულის ლამაზი ფორმების მიღება, იცავს მკაცრ, ზოგჯერ ექსტრემალურ დიეტას და საერთოდ არ ფიქრობს, როგორ იმოქმედებს ასეთი გამოცდილება მათი ცხოვრების სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, თურმე კვების რეჟიმი კბილების მდგომარეობაზე მოქმედებს. რა ზიანს აყენებს უმი საკვების ჭამა, ვეგეტარიანელობა და სხვა მოდური კვების სისტემები?

უმი საკვების ჭამა

რატომღაც უმი საკვების მჭამელები დარწმუნებულნი არიან (და სხვების დარწმუნებასაც ცდილობენ), რომ ადამიანი უმ საკვებს უკეთ ინელებს, ვიდრე თერმულად დამუშავებულს. სამეცნიერო კვლევები აზრს არ აცვლევინებთ, ამიტომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი უმი საკვების მჭამელი ხდება, ხოლო კვების რეჟიმი, რომელიც ხილ-ბოსტნეულის მოხმარებას ეფუძნება, დამაჯერებლად შემოდის მოდაში.

ასეთ კვებასთან დაკავშირებით უმი საკვების მჭამელების და დიეტოლოგების მოსაზრებები ძალიან განსხვავდება. დიეტოლოგები ცდილობენ, ახსნან უმი საკვების უსარგებლობა (თუ ზიანი?) იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მრავალი წლის წინ თანამედროვე ადამიანების წინაპრები მიხვდნენ: დამუშავებული საკვები ბევრად უფრო ნოყიერია, ვიდრე უმი. გარდა ამისა, თერმული დამუშავებისას ნადგურდება ყველა შესაძლო ბაქტერია და პარაზიტი. ბონუსად, საჭმელი უფრო გემრიელდება.

ახლახან მეცნიერმა ჯ. კლიმეკმა დაამტკიცა, რომ უმი საკვების დიეტამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კბილების ჯანმრთელობაზე. მის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უმი საკვების მჭამელებს კბილების მინანქრის უფრო მძიმე ეროზია აქვთ. დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ ადამიანი ვერ ინელებს ყველა მცენარეულ ბოჭკოს, რომელიც ორგანიზმში ხვდება უმ საკვებთან ერთად.

ვეგეტარიანელობა

მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელები არ ჭამენ მხოლოდ „ბალახს“ და ხილ-ბოსტნეულს, როგორც უმი საკვების მჭამელები, სამაგიეროდ უარს ამბობენ ცხოველური წარმოშობის ხორცსა და საკვებზე. ამას ჰუმანური მიზეზების გამო აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ვეგეტარიანელობა რამდენიმე მოძრაობად იყოფა. მაგალითად, ვეგანიზმი, რომელიც უარყოფს ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, მათ შორის რძის პროდუქტებს და კვერცხს. მათგან ერთ-ერთი მთავარია ხილის მჭამელები, რომლებიც ხილის გარდა სხვა არაფერს ჭამენ (ხანდახან მიირთმევენ მარცვლეულს, თხილს და წყალში დასველებულ თესლს). იმ პირობით, რომ შეგროვებისას მცენარეებს ზიანი არ მიაყენეს.

სანამ ისინი ხეებზე და ბალახებზე ზრუნავენ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ასეთი კვება განსაკუთრებით სახიფათოა კბილებისთვის, რადგან კარიესი და ღრძილების დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. კენკრა, ხილი და ციტრუსი ბევრ შაქარს და ხილის მჟავას შეიცავს. როგორც ვიცით, შაქარი კბილების მთავარი მტერია.

გარდა ამისა, ვეგეტარიანელებს, ასევე უმი საკვების მჭამელებს, აქვთ B12 ვიტამინის დეფიციტი. ამ საკვებ ნივთიერებას ორგანიზმი არ გამოიმუშავებს და საკვებიდან მიიღება. მას დიდი რაოდენობით შეიცავს საქონლის, ცხვრის, ღორის და კურდღლის ხორცი, ღვიძლი, თევზი და კვერცხი. ხორცზე და კვერცხზე უარის თქმით ვქმნით ვიტამინის დეფიციტს, რომელიც ორგანიზმს სჭირდება სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის.

მონო დიეტა

სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე უაზრო დიეტაა, მაგრამ მიამიტი გოგონები, რომლებმაც წაიკითხეს სათაურები „კიმ კარდაშიანმა დაიკლო მხოლოდ ანანასით“ ან „მომღერალი ბიონსე ჭამს მწვანე საკვებს“, ფიქრობენ, რომ ნამდვილად მუშაობს. სინამდვილეში, მონო დიეტების უმეტესობის აღწერილობები აღებულია ინსტაგრამის გურუების გონებიდან და არ გააჩნია ერთი სამეცნიერო საფუძველი.

ასეთი კვების სისტემა საშიში შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის, მათ შორის კბილების ჯანმრთელობისთვის. ყველა პროდუქტზე (დიეტაში მითითებული 2-3 პროდუქტის გარდა) უარის თქმის გამო ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო ვიტამინებს და მინერალებს, მაგალითად, კალციუმს, ფთორს და რკინას, რომლებიც საჭიროა კბილის ძლიერი მინანქრის ფორმირებისთვის და ღრძილების სისხლდენის რისკის შესამცირებლად.

ეს და სხვა სასარგებლო ნივთიერებები გვხვდება საკვებში, რომელსაც მონო დიეტა ჩვეულებრივ კრძალავს, რადგან წონის მატებას იწვევს. მათ მიეკუთვნება პარკოსნები, კაკალი, თევზი, არაჟანი და კვერცხი. როგორც წესი, მონო დიეტის დროს არ უნდა მიირთვათ ხილი, რადგან მასში ბევრი შაქარია, ხოლო „შაქარი ბოროტებაა“!

სპორტული კვება

სპორტული დანამატების მიღებას ცალკე დიეტას ვერ ვუწოდებთ (საბედნიეროდ, არც ერთ ბოდიბილდერს არ უფიქრია სრული კვების სპორტული კვებით ჩანაცვლება). და მაინც, ჩვენს სიაში ადგილს იმსახურებს, რადგან ზოგს იმდენად იტაცებს სხვადასხვა ფხვნილი, რომ სწორი კვების მნიშვნელობას ივიწყებს.

სპორტული კვების მწარმოებლების ჩანაფიქრით, გეინერები, ცილოვანი ფხვნილები, ამინომჟავები, ვიტამინები და ცხიმისმწველი საშუალებები უნდა დაგვეხმაროს ძალის, ამტანობის და კუნთოვანი მასის გაზრდაში. გარდა ამისა, თითქოს ასეთი დანამატები აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და კუჭ-ნაწლავის ფუნქციას. სინამდვილეში, ჩვენი სხეული ოდნავ განსხვავებულად არის აგებული.

შეუძლებელია იმდენი ხაჭოს, კვერცხის და ხორცის ჭამა, რომ ბოდიბილდერების საოცნებო ცილის დონეს მიაღწიოთ. სწორედ ამიტომ, პროტეინის ფხვნილით შევსებას ცდილობენ. ორგანიზმს ასეთი დიდი მოცულობის ცილის და ამინომჟავის გადამუშავება არ შეუძლია, ამიტომ ღვიძლი იტანჯება და სისხლში შარდმჟავის დონე იმატებს.

როდესაც შარდოვანა გროვდება ძვლებში, მათი სტრუქტურა იშლება. სპორტული დანამატების მოყვარულებს ხშირად აწუხებთ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან ძვლოვანი ქსოვილი სუსტდება, ისინი იშლება.

Sonrakı yazı
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოემბრის საპროტესტო აქციების მონაწილე 11 აქტივისტის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს
Öncəki yazı
“Putinlə yenidən danışıq aparmağa hazıram”-Olaf Şolts