This is a specific ad

როგორ ეხმაურება პრემიერი ლავროვის განცხადებას, რომ ფრენების განახლებაზე რუსეთის და საქართველოს? მთავრობები შეთანხმდნენ?

51

Another advertisement

ძა­ლი­ან ჩამ­ჭრე­ლი შე­კი­თხვაა, არ ვიცი, რო­გორ გი­პა­სუ­ხოთ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე, ამას პა­ტა­რა ბავ­შვი მიხ­ვდე­ბა. გა­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ ეს მისი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, უვი­ზო რე­ჟი­მის და ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა. დღეს რაც თქვა ბა­ტონ­მა ლავ­როვ­მა, ეს არის ფაქ­ტის კონ­სტან­ტა­ცია. რა თქმა უნდა, ამ შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, კერ­ძოდ, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ა­ვი­ა­ციო სა­ა­გენ­ტო ბუ­ნებ­რი­ვია, თან­ხმო­ბას აძ­ლევს შე­სა­ბა­მის უწყე­ბას და შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებს, რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს, ამ შე­თან­ხმე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და რა სკან­და­ლი ნა­ხეთ ამა­ში, რა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ? მანამ­დე თქვენ მო­ის­მი­ნეთ რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რის, პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს მისი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. დღეს რა გან­ცხა­დე­ბაც გა­კეთ­და, იმ ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბაა, რომ მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა მოხ­და. ეს ჩვენ ფა­რუ­ლად არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თქვა, რომ ფრე­ნებს აღად­გენს და ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს უვი­ზო რე­ჟიმს და­უ­წე­სებს, ჩვენ ამას მი­ვე­სალ­მეთ, ვთქვით, რომ ეს კარ­გი ნა­ბი­ჯი იყო, რაც ჩვენს ხალ­ხს და ჩვენს ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა, კარ­გია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ღიად გა­ვა­კე­თეთ, ფა­რუ­ლად არ გაგ­ვი­კე­თე­ბია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ და­ვე­თან­ხმე­ბით და და­ვე­თან­ხმეთ კი­დეც და შე­თან­ხმე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ, ვთქვით, რომ მხო­ლოდ არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი იფ­რენ­დნენ“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. კი­თხვა­ზე, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში იღებ­და თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს: “არა­ვი­თა­რი რა­ი­მე ტი­პის ფორ­მა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და მი­თუ­მე­ტეს, მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით არ გა­მარ­თუ­ლა, ეს იყო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ და­ა­მოწ­მა, მო­ი­წო­ნა და გა­ა­ფორ­მა შე­თან­ხმე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რუსეთიდან ხორბლის იმპორტი იზრდება, ფასი კი მცირდება.
Öncəki yazı
რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე, აუხსნელია ჩემთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი.