როგორია რეფრაქციული ანომალიების მკურნალობის გზები? რეფრაქციის ანომალიას მედიკამენტოზურად ვერ ვმკურნალობთ, რადგან ის ოპტიკური ნაკლია. ამ შემთხვევაში მკურნალობის სამი გზა გვაქვს: სათვალით კორექცია; კონტაქტური ლინზით კორექცია; ლაზერული აპარატით კორექცია. ბავშვთა ასაკში სათვალით კორექცია უალტერნატივოა. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ბავშვთა ასაკშიც ვნიშნავთ ხოლმე ლინზას. ამ დროს სამედიცინო ჩვენებაა დიოპტრიებს შორის საგრძნობი სხვაობა. მოზრდილებში შესაძლებელია ვიხმაროთ როგორც ლინზა, ისე სათვალე. ლაზერული კორექცია რეკომენდებულია დაახლოებით 18 წლის ასაკიდან. ლაზერულ კორექციას ვირჩევთ, როდესაც რეფრაქცია სულ ცოტა 1 წლის განმავლობაში დასტაბილურებულია. მხედველობის ლაზერული კორექციის რა შესაძლებლობებს სთავაზობს „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს? ლაზერული ჩარევა ხანმოკლე პროცედურაა, რომელიც პაციენტისთვის უმტკივნეულოა. რეაბილიტაციაც ხანმოკლე და უპრობლემოა. ეს განპირობებულია იმ მაღალტექნოლოგიური აპარატით, რომლითაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტებს ვემსახურებით. Zeiss-ის ფირმის უახლესი ლაზერული აპარატი ახორციელებს უშუალოდ პაციენტზე მორგებულ ჩარევას, რომელსაც პერსონიფიცირებული კორექცია ეწოდება. ოპერაციის შემდეგ საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. შესაძლებელია თუ არა რეფრაქციული ანომალიების პრევენცია? გარკვეული მხედველობითი ჰიგიენის წესების დაცვით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მაღალი ხარისხის რეფრაქციული მანკები. ამისთვის საჭიროა ნაკლები დრო გავატაროთ ეკრანებთან და მაქსიმალურად დიდი ხანი ვიყოთ ღია სივრცეში, რომ თვალს შორ მანძილზე ხედვის საშუალება ჰქონდეს. ეკრანთან ყოველი 30 წუთ.იანი მუშაობის შემდეგ საჭიროა 10 წუთი შორ მანძილზე ყურება. ეს წესი ეხება როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს
-