როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირი იანვარში დასრულდება – კახა კალაძე

1

როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირი იანვარში დასრულდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად და პრობლემა მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გააგრძელებენ ქუჩების განახლებას და რეაბილიტაციას.

კმაყოფილ ადამიანს რომ ხედავ, მადლიერებას რომ გამოხატავენ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქუჩების განახლებას, რეაბილიტაციას. მომდევნო წელს რუსთაველის განახლება გვინდა დავიწყოთ, ოღონდ ჯერ გამზირზე არ არის საუბარი. ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება, გამაგრება, ფასადების განახლება თავისი მხატვრული მინათებებით, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური გამზირია თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. გვინდა ეს ყველაფერი მთლიანად მოვაწესრიგოთ და ბოლო ეტაპი იქნება თვითონ ქუჩის განახლება-მოწესრიგება“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველო თურქეთის უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკის TOP-5-შია
Öncəki yazı
Türkiyədə zəlzələdən 324 gün sonra dağıntılar altında cəsəd tapıldı