თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2012 წლის შემდეგ, ეგვიპტეში პირველად ჩავიდა, სადაც ეგვიპტელ კოლეგა ებდელ ფათაჰ ალ-სისის შეხვდა.
როგორც მანამდე ერდოღანმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციაზე.
ანკარასა და კაიოს შორის ურთიერთობები ეგვიპტეში 2013 წელის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიძაბა, რა დროსაც არმიის მაშინდელმა მეთაურმა სისიმ თანამდებობიდან გადააყენა თურქეთის მოკავშირე, „მუსლიმთა საძმოს“ წევრი მუჰამედ მურსი.
ერდოღანის ვიზიტი ეგვიპტეში არის ორ ქვეყანას შორის კავშირების აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ბოლო წლებში ქვეყნები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავენ. გასულ წელს ეგვიპტემ და თურქეთმა ერთმანეთთან ელჩები დანიშნეს. ამასთან, მიმდინარე თვეში თურქეთის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, ეგვიპტისთვის საბრძოლო დრონების მიწოდებაზე.