Another advertisement
2024 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 597 ობიექტი იქნა მიღებული, რაც 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37.2% მოდის თბილისზე, 13.4%- კახეთის რეგიონზე, 13.1% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8% – იმერეთის რეგიონზე. ექსპლუატაციაში ყველაზე ნაკლები, 0.8% რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიიღეს.
საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 841 სამშენებლო ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6%-ით მეტი).