Another advertisement
თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
როგორც სამინისტრო აცხადებს, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.