საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ის გადაწყვეტილებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლამდე გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, ხოლო არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის კვლავინდებურად 4 წლამდე გაზრდა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რისკების კუთხით, 4 წლიანი მაქსიმალური ვადიანობა სავსებით ჯანსაღია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე 2022 წლის აგვისტოში შეამცირა
-