Another advertisement
21~კარგი პრეპარატია, რიგ შემთხვევაში აუცილებელიც კია მისი გამოყენება ტიპიური შაქრიანი დიაბეტის უკეთესი მართვისთვის. ამიტომ როგორც ექიმს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მივესალმები თუ ხელმისწავდომი იქნება აფთიაქებში. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ბევრი სწორედ წონაში დასაკლებად შეიძენს. ამერიკაშიც კი ერთი პერიოდი იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ პრეპარატზე დეფიციტიც კი შეიქმნა. ვფიქრობ, რეცეპტით უნდა მოხდეს მისი გაცემა და ასევე კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რომ არ არსებობს წონაში დასაკლები უნივერსალური საშუალება, რომელიც ყველა პაციენტს მოერგება.