Another advertisement
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა 0,01 -1,46 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა – 0.01 – 1,40 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ამავე ცნობით, ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირია ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
- ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.24 ევროს, დიზელის საწვავი – 1,78 ევროს;
- ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,75 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.90 ევროს, დიზელის საწვავი – 1,61 ევროს;
- ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,70 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,79 ევროს, დიზელის საწვავი – 1.60 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 0,519 ევროს, A-95 მარკის – 0,56 ევროს , A-98 მარკის – 0,66 ევროს, დიზელის საწვავი – 0,64 ევროს.
საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში:
- სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 1.157 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 1,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.74 ევროს, დიზელის საწვავი – 1.18 ევროს;
- აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,580 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,21 ევროს; დიზელის საწვავი – 0,53 ევროს;
- თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.12 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.13 ევროს, დიზელის საწვავი – 1.12 ევროს.