This is a specific ad

რა ღირს პირველადი მოხმარების პროდუქტები საბითუმო ბაზარზე და გაიაფების კიდევ რა რესურსია – იმპორტიორი

61

Another advertisement

წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი და ზეთი იმ პროდუქტების სიაშია, რომელიც მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოს საბითუმო ბაზარზე ყველაზე მეტად გაიაფდა სურსათის ერთ-ერთ იმპორტიორთან შეეცადა გარკვევას, რეალურად რა რესურსი არსებობს ფასების კიდევ უფრო შესამცირებლად.

როგორც იმპორტიორი თენგიზ ფაცაცია ამბობს, გაიაფების პროცესი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდენცია არ შეცვლილა.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საბითუმო ბაზარზე 1 კგ. წიწიბურას ფასი 2,80 ლარით შემცირდა, 70-80 თეთრით 2,24 ლარამდე გაიაფდა შაქარი, ხოლო ზეთისა და ბრინჯის ფასი თითქმის განახევრდა.

„წიწიბურა 2022 წლის დეკემბერში 5 ლარი ღირდა საბითუმო ბაზარზე და ახლა 2,25 ლარია. ბრინჯისა და ზეთის ფასებმაც მკვეთრად შეიცვალა”, – ამბობს თენგიზ ფაცაცია.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როცა რითეილ ბაზარზე  ძირითადი დასახელების სურსათზე ფასები შემცირდება,  შესაძლოა, სხვა ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქტები გააძვირონ, რის საფრთხეც არსებობს.რითეილის ბაზარს საფასო პოლიტიკის შეცვლისკენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა. პრემიერის მოთხოვნაა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდეს.კონკურენციის სააგენტო გამოყოფს კონკრეტული დასახელების 10-12 სოციალურ პროდუქტს, რომელზეც მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ გარკვეული დამატებითი შეღავათების შემუშავება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
Öncəki yazı
რომელ ქვეყნებში შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა