რა უჯდება სახელმწიფოს ადგილობრივ ბაზარზე და საექსპორტოდ გამზადებული ალკოჰოლიანი სასმელის ლაბორატორიული კვლევა

1

2024 წელს ღვინის ლაბორატორიული კვლევა ღვინოს ეროვნულ სააგენტოს 663 000 ლარი დაუჯდება. ქვეპროგრამა „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ხარისხზე მაქსიმალური კონტროლის განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში, ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის საექსპორტო პარტიებზე მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი, როგორც ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე არაყურძნისეულ პროდუქციაზე, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ფალსიფიცირების რისკი.

შესაბამისად, საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის თითოეული პარტიიდან ხორციელდება აღებული ნიმუშების რამდენიმე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმება.

შესაბამისად წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მომართვებში მითითებული CPV კოდებით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია“,  – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას მიუერ შესყიდვებისსააგენტოს ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილ წერილში, რითაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სერვისის გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელების ნებართვა ითხოვა.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სად ამოქმედდება 1-ელი იანვრიდან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები – დეტალები
Öncəki yazı
ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტთან საპროტესტო აქცია არ წყდება