This is a specific ad

რა სიმძლავრის მიწისძვრებს უძლებენ ახალაშენებული კორპუსები?

42

Another advertisement

საქართველო და მათ შორის თბილისი მაღალი სეისმური რისკის ზონაშია. მიწისძვრის წინასწარ პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა მშენებლობისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები.

საქართველოს გეოფიზიკის ასოციაციის დასკვნის მიხედვით, თბილისში არსებული შენობა-ნაგებობები 8 ბალიან მიწისძვრას უნდა უძლებდნენ, (6.0-6.4 მაგნიტუდა) თუმცა 1991 წლამდე აგებული კორპუსები 7 ბალზეა (5.5-5.9 მაგნიტუდა) გათვლილი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ შენობებს, გაურკვეველია რამდენ მაგნიტუდას გაუძლებენ, რადგან მათი დიდი ნაწილი ვადაგასული და ამორტიზირებულია. განსაკუთრებული რისკის ქვეშაა უკანონოდ მიშენებული ლოჯიები, დაშენებული სახლები და განსაკუთრებულად ძველი ნაგებობები. გაურკვეველია 1991-2006 წლებში აშენებული შენობების ბედიც, რადგან ამ პერიოდში სამშენებლო სფეროში სრული განუკითხაობა იყო და არავინ იცის რა ნორმებითა და სტანდარტებით შენდებოდა იმ დროში.

ამჟამად მოქმედი კრიტერიუმების თანახმად, თბილისში მიწისძვრის 8 ბალიანი ზონაა დადგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მაღალ თუ დაბალსართულიანი ნაგებობის მშენებლობისას პროექტში 8 ბალიანი სეისმომედეგობა უნდა იყოს გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, თბილისში თანამედროვე შენობები უფრო სეისმომედეგია, ვიდრე ძველი შენობები. საჭირო უსაფრთხოებასა და მშენებლობის ხარისხის დაცვასაც მეტი ყურადღება ექცევა. 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდები შემოდის, რომელიც სექტორს სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ევროკოდებით შენობების დაპროექტება სრულიად ახალ, უსაფრთხო სტანდარტებზე გადასვლას ნიშნავს. ევროკოდი მშენებლობის ევროპული სტანდარტებია. ჯამურად 10 ევროკოდი, ანუ 10 ნორმა მოქმედებს, საიდანაც თითოეული თავი ეთმობა კონკრეტულ საკითხს, მაგალითად, რა მასალით უნდა აშენდეს ესა თუ ის შენობა, რამდენი უნდა იყოს კედლის სისქე და სხვა არა ერთი ტექნიკური პარამეტრი, რომელიც შენობის მდგრადობას განაპირობებს. ამასთან, ყველაზე მთავარი, მათ შორის, მე-8 თავია – სეისმომედეგობის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, სწორედ ეს ნორმა განსაზღვრავს და აფასებს, რაზე უნდა იყოს გათვლილი შენობა და მისი სეისმომედეგობა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Şalva Papuaşvili: ABŞ Gürcüstanda demokratiyanı sarsıtmaq istəyir
Öncəki yazı
Türkiyədə kibertəhlükəsizlik üzrə idarə yaradılacaq