ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას მისცა უფლება გამოიყენოს დასავლური იარაღი ხარკივის ოლქის მომიჯნავედ განთავსებულ რუსულ სამხედრო სამიზნეებზე, რათა უკრაინელებმა უფრო ეფექტურად შეძლონ ქალაქ ხარკივის საარტილერიო/სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვა და, ზოგადად, ოლქში მიმდინარე რუსული ოპერაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა.
🔻ასევე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლებათ აშშ-ს იარაღის გამოყენება რუსული სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო სივრცეშივე.
🔻ქვეყნები, რომლებმაც, ამ მომენტისთვის, სხვადასხვა დათქმით, უკრაინას მისცეს უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ:
🇺🇸 აშშ
🇨🇦 კანადა
🇬🇧 დიდი ბრიტანეთი
🇫🇷 საფრანგეთი
🇩🇪 გერმანია
🇳🇱 ნიდერლანდები
🇩🇰 დანია
🇸🇪 შვედეთი
🇫🇮 ფინეთი
🇨🇿 ჩეხეთი
🇵🇱 პოლონეთი
🇱🇻 ლატვია
🇱🇹 ლიეტუვა
🇪🇪 ესტონეთი
🇵🇹 პორტუგალია
🇳🇴 ნორვეგია