This is a specific ad

რა თქვეს სასამართლოში 27 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა

72

Another advertisement

გორის რაიონულმა სასამართლომ ქარელში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ან გირაოს გამოყენებით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებული ძმებმა დეტალურად გაიხსენეს დანაშაულის ჩადენის ღამე და ამტკიცებდნენ, რომ 28 წლის კაცის მკვლელობა განზრახული არ ჰქონიათ.

“განზრახ მკვლელობა არ იყო – აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან. ალბათ, სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა”, – თქვა მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა კაცმა სასამართლოზე.

ცნობისთვის, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა.

გამოძიების ვერსიით, ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და ხელით გაგუდეს. ადგილობრივებმა დასახმარებლად სასწრაფო დახმარება იმ დროს გამოიძახეს, როდესაც სავარაუდო თავდამსხმელები ჯერ კიდევ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძახებაზე მისულ სამედიცინო ჯგუფს ნიკა ღვინიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ნიკა ღვინიაშვილსა და ძმებ – გუჯა და ემზარ მედოშვილებს შორის, სუფრაზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება. ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ ღვინიაშვილს და ძმებს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ.

Kateqoriya: Maraqlı, Yazarlar
Sonrakı yazı
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს გარდაბანსა და გორში გაიმართება
Öncəki yazı
სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი, ცოცხალი ძალა – ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან