Another advertisement
ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 7 367 მეტრი (80%-ზე მეტი) უკვე გაბურღულია. პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 5 265 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის. შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.