This is a specific ad

რა დაგიჯდებათ პირადობის შეცვლა ან დამზადება და რომელი ასაკიდანაა მისი აღება შესაძლებელი?

60

Another advertisement
საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში პირადობის ელექტრონული მოწმობა აიღოს. კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირებზეც.
🪪აღსანიშნავია, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს:
იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.
თუ პირადობის მოწმობის დამზადებასთან ერთად გსურთ მისამართზე რეგისტრაცია ან რეგისტრაციის ცვლილება, უნდა მიმართოთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
🖇️პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად განმცხადებელი შეიძლება იყოს:
🔸სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
🔸14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი;
🔸არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მხარდამჭერი ან მზრუნველი), გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
🔸მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;
მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.
პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასური:
🔹მე-10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;
🔹მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი;
🔹მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი;
🔹24 საათში – 120 ლარი;
🔹იმავე დღეს – 150 ლარი.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneulidə Zəlimxan Yaqubun doğum gününə həsr olunmuş tədbir keçirilib
Öncəki yazı
Şən olmağın və stressi aradan qaldırmağın sadə yolu