რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? – საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

2

მდინარე მტკვარი( ამიერკავკასიის) უდი­დე­სი მდი­ნა­რეა. (azer. Kür; Turq. Kura), სა­თა­ვეს თურ­ქეთ­ში, 2742 მ-ზე, ყი­ზილ-გი­ა­დუ­კის მთის აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე იღებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, კას­პი­ის ზღვას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თვის. მისი სიგ­რძე 1364 კმ (185 კმ თურ­ქეთ­ში, 390 კმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 789 კმ აზერ­ბა­ი­ჯან­ში), აუ­ზის ფარ­თო­ბი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მო­ი­ცავს: სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის დიდ ნა­წილს, ასე­ვე თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს. მისი ან­ტი­კუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაა Cyrus, თურ­ქე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი Kür-ს უწო­დე­ბენ.თუ რა­ტომ ჰქვია მტკარს “მტკვა­რი”, ან “კურა”, რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი – სპარ­სეთს და მის იმ­პე­რა­ტორ კი­რუს დიდს (ძვ.წ 559-530წწ.) უკავ­შირ­დე­ბა. “კი­რუ­სი” მტკვრის ან­ტი­კურ სა­ხელ­წო­დე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლია, შემ­დე­გი მო­საზ­რე­ბით: “კურა” ძვე­ლი ალ­ბა­ნუ­რი­დან მო­დის და წყალ­სა­ცავს ნიშ­ნავ­და, ხოლო ბოლო ამ­ბის თა­ნახ­მად, სი­ტყვა მტკვა­რი, “მტკნა­რის­გა­ნაა” წარ­მოქ­მნი­ლი.

მტკვრის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დე­ბი: ფა­რა­ვა­ნი, ბორ­ჯო­მუ­ლა, გუ­ჯა­რე­თის­წყა­ლი, ძამა, ტანა, თე­ძა­მი, ალ­გე­თი, ქცია-ხრა­მი, აღსთა­ფა, თო­უ­ზჩაი, შამ­ქორ­ჩაი, გან­ჯა­ჩაი, ტერ­ტე­რი, ხა­ჩინ­ჩაი, არაქ­სი;

მტკვრის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დე­ბი: ფო­ცხო­ვი შე­ნა­კად ქვაბ­ლი­ა­ნით, ლი­ახ­ვი, ქსა­ნი, არაგ­ვი, იორი და ალა­ზა­ნი მინ­გე­ჩა­უ­რის წყალ­სა­ცა­ვის მეშ­ვე­ო­ბით, თუ­რი­ან­ჩაი, გოქჩაი.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Azərbaycan Respublikasının Gürcüstandakı səfirliyində tədbir keçirilib
Öncəki yazı
ახმეტაში 38 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ დაიღუპა – მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა: რას ამბობს მომხდარზე კლინიკის ხელმძღვანელი?