სიბრძნის კბილი ბევრი ადამიანისთვის დიდ ტკივილთან და გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუმცა ზოგი მის ამოსვლას და არსებობას ვერც გრძნობს… ვინაიდან მისი ჭირვეულობის შესახებ ხალხში არაერთი მითი თუ რეალობა არსებობს, გადავწყვიტეთ, ამ თემაზე სპეციალისთან ერთად გვესაუბრა. რატომ ჰქვია მას “სიბრძნის კბილი“, რატომ ფუჭდება ადრე, ამოღების შემდგომ რა გართულებებს იწვევს და მის შესანარჩუნებლად რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ამ საკითხებზე სტომატოლოგი სოფიო კაკრიაშვილი გვესაუბრა. – “სიბრძნის კბილს“ ასე იმიტომ უწოდებენ, რომ სხვებზე გვიან ამოდის – დაახლოებით იმ ასაკში, როდესაც ადამიანის გონებრივი განვითარება-ჩამოყალიბება დასრულებულად მიიჩნევა. რეალურად სიბრძნეს და გონიერებას კბილებთან რომ არაფერი საერთო აქვს, ყველამ ვიცით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს სიბრძნის კბილებს (მესამე მოლარებს, ანუ მერვე კბილებს) რუდიმენტულ ორგანოებად მიიჩნევენ. ბევრი თვლის, რომ საკვები რაციონის სახეცვლილების (მყარ და მკვრივ საკვებზე მოთხოვნილების შემცირების) შედეგად ამ კბილებმა ფუნქცია დაკარგა. ამის საბუთად სპეციალისტებს ის ფაქტიც მოჰყავთ, რომ გახშირდა სიბრძნის კბილების უქონლობა – ე.წ. მესამე მოლარების პირველადი ადენტია (კბილის ჩანასახის არ არსებობა- სწორად ამოჭრილი და ფუნქციურად ღირებული სიბრძნის კბილის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამისათვის კი საჭიროა, კბილების სწორად გამოხეხვა დღეში ორჯერ სტომატოლოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებების დახმარებით, პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლგთან 6 თვეში ერთხელ, შესაძლო კარიესული დაზიანებების დროული გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის. აღნიშნულ ვიზიტებზე ხდება პროფესიული წმენდის ჩატარება, რაც მინიმუმამდე ამციერებს ბაქტერიების არსებობას პირის ღრუში კბილის ზედაპირიდან და ლორწოვანიდან ბაქტერიული ბიოაპკის მოცილების საშუალებით. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი დაგეხმარებათ სიბრძნის კბილების შენარჩუნებაში და არა მხოლოდ სიბრძნის კბილების, ზოგადად ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შენარჩუნებაში.
-