This is a specific ad

რას ნიშნავს შენი სახელი? – საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების განმარტება

76

Another advertisement

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა. გვა­რებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ვაწ­ვდით ჩვენს მკი­თხველს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ამ­ჟა­მად ქა­ლე­ბის სა­ხე­ლებ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ზო­გი­ერთ ცნო­ბილ სა­ხელს გა­გაც­ნობთ, რო­მელ­თა წარ­მო­მავ­ლო­ბის ის­ტო­რია პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის ცნო­ბილ წიგნ­ში “რა გქვია შენ?” არის მო­ცე­მუ­ლი.

ანა – (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი სა­ხე­ლი) სა­სურ­ვე­ლი, სან­დო­მი­ა­ნი, სა­ა­მო, რო­მე­ლიც ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ა­მის დედა ერ­ქვა. ეს სა­ხე­ლი ერ­ქვა ასე­ვე წი­ნას­წარ­მე­ტყველს და რამ­დე­ნი­მე მო­წა­მეს. სა­ხა­რე­ბა­სა და სხვა უძ­ვე­ლეს ტექ­სტებ­ში გვხვდე­ბა ორგვა­რი და­წე­რი­ლო­ბით (ანა||ანნა): “იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წი­ნას­წარ­მე­ტყუ­ე­ლი, ასუ­ლი ფა­ნუ­ვე­ლი­სი” (ლუკა 2, 36). მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ანო, ანუ­კა, ანი­კო, ანი.

ანას­ტა­სია – (ბერ­ძნუ­ლი) “მკვდრე­თით აღ­მდგა­რი,” “სი­ცო­ცხლეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი”. იგი­ვე ფუძე გვხვდე­ბა ვა­ჟის სა­ხე­ლა­დაც (მათ შო­რის, არი­ან მო­წა­მე­ნიც). ბერ­ძნულ­ში ერთი ფუ­ძი­დან ნა­წარ­მო­ე­ბი ქა­ლი­სა და ვა­ჟის სა­ხე­ლე­ბი ფორ­მით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: ანას­ტას და ანას­ტა­სია, ათა­ნა­სე და ათა­ნა­სია, ალექ­სან­დრე და ალექ­სან­დრა, ევ­გე­ნი და ევ­გე­ნია… სხვა ენებ­ში ეს გან­სხვა­ვე­ბა ზო­გან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, ზო­გან – არა. ქარ­თულ­ში ანას­ტა­სია მხო­ლოდ ქა­ლის სა­ხე­ლად გვხვდე­ბა, ვა­ჟის სა­ხე­ლი ანას­ტა­სი კი თარ­გმნი­ლია (ესაა აღ­დგო­მე­ლა, რო­მე­ლიც დღეს სა­ხე­ლად აღარ გვხვდე­ბა, მაგ­რამ შე­მო­ნა­ხუ­ლია აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლის გვარ­ში). ანას­ტა­სი­ას შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია: ტასო, ტა­სი­კო, ნას­ტა, ნას­ტია.

ბაია – ქარ­თუ­ლი მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლის სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც ქა­ლის სა­ხე­ლად იქცა (შე­ა­და­რეთ: ია, ვარ­დო, ენ­ძე­ლა…). ბაია გვხვდე­ბა ვა­ჟის სა­ხე­ლა­დაც, სა­ი­და­ნაც მი­ღე­ბუ­ლია გვა­რი ბა­ი­აშ­ვი­ლი (ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტებ­ში დას­ტურ­დე­ბა XIII ს-დან), მაგ­რამ ეს ვა­ჟის სა­ხე­ლი სულ სხვა წარ­მო­შო­ბის უნდა იყოს.

ასი­ნეთ – ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი სა­ხე­ლია, მომ­დი­ნა­რე კოპ­ტუ­რი­დან. ზუს­ტი ეტი­მო­ლო­გია არ მო­ე­პო­ვე­ბა. გან­მარ­ტა­ვენ რო­გორც “ნე­ი­თი­სა” (“ნე­ი­თი­სად­მი შე­წი­რუ­ლი” ან “ნე­ი­თის მსა­ხუ­რი”. ნე­ი­თი და ნე­ი­თა ეგ­ვიპ­ტელ­თა სიბ­რძის ღვთა­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბაა).

ას­მათ – (არა­ბუ­ლი) “უმ­წიკ­ვლო”, “უმან­კო,” “პა­ტი­ო­სანს” ნიშ­ნავს. არა­ბულ­ში იხ­მა­რე­ბა ქა­ლის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, სა­პა­ტიო ეპი­თე­ტად. სა­კუ­თარ სა­ხე­ლად პირ­ვე­ლად ” ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში” გვხვდე­ბა და მისი მეშ­ვე­ო­ბით ფარ­თოდ გავ­რცელ­და.

ბა­ბა­ლე – (ბერ­ძნუ­ლი) “უცხო­ე­ლი,” “არა­ბერ­ძე­ნი”. ბერ­ძნულ­სა და ზოგ სხვა ენა­ში გვხვდე­ბა რო­გორც ქა­ლის, ისე ვა­ჟის სა­ხე­ლად. ამ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლია რამ­დე­ნი­მე წმინ­და­ნი. მრა­ვალ ენა­ში ეს სი­ტყვა ნა­სეს­ხე­ბია სა­ზო­გა­დო სა­ხე­ლის მნიშ­ვე­ლო­ბი­თაც (“ბარ­ბა­რო­სი,” რუ­სუ­ლი варвар). ქარ­თულ­ში ქა­ლის სა­ხე­ლად ბერ­ძნუ­ლი­დან ნა­სეს­ხე­ბი პირ­ვე­ლა­დი ფორ­მაა ბარ­ბა­რე, მისი დი­სი­მი­ლა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლია ბარ­ბა­ლე, რ-ს და­კარ­გვით – ბა­ბა­ლე, შე­მოკ­ლე­ბით – ბაბი. გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე ნა­ირ­ფე­რო­ვა­ნი სა­ა­ლერ­სო ფორ­მე­ბი: ბაბე, ბა­ბუ­ლი, ბა­ბუ­ლია, ბა­ბუ­ცი, ბა­ბუ­ცა. ამა­ვე სა­ხე­ლის რუ­სუ­ლი გზით შე­მო­სუ­ლი ფორ­მე­ბია: ვარ­ვა­რა, ვარა, ვა­რი­ჩკა. ზოგი მკვლე­ვა­რის აზ­რით, ეს სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა არა ბერ­ძნულს, არ­მედ შუ­მე­რუ­ლი ქალღმერ­თის სა­ხელს.

ბა­ბი­ლი­ნა – (ლა­თი­ნუ­რი) “ბა­ბი­ლო­სი”. ვა­ჟის სა­ხელს ბა­ბი­ლოს, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით სი­რი­უ­ლია და “აჯან­ყე­ბულს” ნიშ­ნავს, დარ­თუ­ლი აქვს ლა­თი­ნუ­რი სუ­ფიქ­სი ინ(ა) და ქცე­უ­ლია ქა­ლის სა­ხე­ლად (შე­ა­და­რეთ აგ­რა­ფი­ნა, ან­გე­ლი­ნა). სა­ა­ლერ­სო ფორ­მე­ბია: ბაბი, ბა­ბი­ლა.

არი­ად­ნა – (ბერ­ძნუ­ლი) “ძლი­ერ მო­სა­წო­ნი”. ან­ტი­კურ მი­თო­ლო­გი­ა­ში ეს სა­ხე­ლი ჰქვია მეფე მი­ნო­სის ასულს, რო­მე­ლასც შე­უყ­ვარ­და ეგე­ო­სის შვი­ლი – გმი­რი თე­ზევ­სი და და­ეხ­მა­რა, და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა კა­ცი­ჭა­მია ურჩხუ­ლი მი­ნო­ტავ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ეღ­წია თავი ლა­ბი­რინ­თი­სათ­ვის, სა­დაც ურჩხუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

 

და­რე­ჯან – არის სა­ხე­ლის ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის ნა­წი­ლი. მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია და­რია, დარო, და­რი­კო. და­რე­ჯან-ისა­გან ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რი დარ­ჯა­ნია. და­რია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხე­ლიც არის, ნიშ­ნავს “მფლო­ბელს”.

დოდო – (ქარ­თუ­ლი) მო­ფე­რე­ბით: დო­დო­ნა, დო­დი­კა, დო­დი­კო. წარ­მო­ად­გენს გოგო-ს სა­ხეც­ვლილ ფორ­მას, ისე, რო­გორც ჩვი­ლი ბავ­შვე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ. დოდო გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე კა­ცის სა­ხე­ლად, რო­მე­ლიც სულ სხვა წარ­მო­შო­ბი­საა (ბიბ­ლი­უ­რი სა­ხე­ლია და “ღვთის მე­გო­ბარს” ნიშ­ნავს).

ან­გე­ლი­ნა – ამ სა­ხე­ლის ფუძე ბერ­ძნუ­ლია: ან­გელ, ან­გე­ლოს თავ­და­პირ­ვე­ლად ნიშ­ნავ­და “ამ­ბის მომ­ტანს,” “მო­ამ­ბეს,” შემ­დეგ მხო­ლოდ “ღვთის მო­ამ­ბეს “, ” ღვთის მა­ხა­რო­ბელს ” (ან­გე­ლოზს). ამ სი­ტყვას ლა­თი­ნურ­ში დარ­თუ­ლი აქვს “ინ” სუ­ფიქ­სი (ისე­ვე არის მი­ღე­ბუ­ლი, რო­გორც აგ­რა­ფი­ნა).

გვან­ცა – (ქარ­თუ­ლი) სვა­ნუ­რად გვანც – “ჭინჭრა­ქა,” გა­და­ტა­ნით ნიშ­ნავს “ცელ­ქს,” “მო­უს­ვე­ნარს”.

გი­უ­ლი – სპარ­სუ­ლი სა­ხე­ლია, შე­მო­სუ­ლია თურ­ქუ­ლი­დან “ვარ­დი”.

ელო – ელე­ნე-ს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

ენ­ძე­ლა – ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია.

ესმა – შე­საძ­ლოა მო­დი­ო­დეს არა­ბუ­ლი­დან და ნიშ­ნავ­დეს “ამაღ­ლე­ბულს” (ზ. სი­ხა­რუ­ლი­ძის ეტი­მო­ლო­გი­ით).

გო­გო­ლა – (ქარ­თუ­ლი) მნიშ­ვნე­ლო­ბა და­უდ­გე­ნე­ლია. სა­ეჭ­ვოა, რომ გო­გო­ნა-ს ფო­ნე­ტი­კურ ვა­რი­ანტს წარ­მო­ად­გენ­დეს, რად­გან წი­ნათ კა­ცის სა­ხე­ლიც ყო­ფი­ლა (შე­ა­და­რეთ გვა­რე­ბი გო­გო­ლა­ძე, გო­გო­ლაშ­ვი­ლი, გო­გო­ლა­უ­რი).

გუ­ლი­კო – (ქარ­თუ­ლი) ნა­წარ­მო­ე­ბია სი­ტყვი­სა­გან “გულ” სა­ა­ლერ­სო “იკო” სუ­ფიქ­სის დარ­თვით, გვხვდე­ბა კა­ცის სა­ხე­ლა­დაც. მის სრულ ფორ­მად ით­ვლე­ბა გუ­ლი­სა.

ევა – (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) “ცო­ცხა­ლი”. ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, ეს სა­ხე­ლი ერ­ქვა ქვეყ­ნად პირ­ველ ქალს, რო­მე­ლიც ღმერ­თმა პირ­ვე­ლი კა­ცის – ადა­მის ნეკ­ნი­სა­გან შექ­მნა და მის მე­უღ­ლედ აქ­ცია. მისი კნი­ნო­ბი­თი ფორ­მაა ევ­რო­პულ ენებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი – ევე­ლი­ნა.

ეთერ – (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) “ვარ­სკვლა­ვი,” ან (ბერ­ძნუ­ლი) ” ჰა­ე­რი,” “ეთე­რი”. აქე­და­ნაა გვა­რი ეთე­რია. ქარ­თულ ხალ­ხურ ლე­გენ­და­ში ეთე­რი ჰქვია ულა­მა­ზეს მწყემს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც შე­უყ­ვარ­და მე­ფის­წულ აბე­სა­ლომს. ამ ლე­გენ­დის სი­უ­ჟეტ­ზეა აგე­ბუ­ლი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ოპე­რა “აბე­სა­ლომ და ეთე­რი”.

ეკა­ტე­რი­ნე – (ბერ­ძნუ­ლი) “წმინ­და”, “უმ­წიკ­ვლო”. შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა ეკა.

ბელა – (ლა­თი­ნუ­რი) ნიშ­ნავს ლა­მაზს.

გა­ი­ა­ნე – (ბერ­ძნუ­ლი) “მი­წი­ე­რი”. სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით ნიშ­ნავს “მწვა­ნეს” (ეტი­მო­ლო­გი­ე­ბი სა­ეჭ­ვოა). წმინ­და მო­წა­მის სა­ხე­ლია.

გე­დია – (ქარ­თუ­ლი) გვხვდე­ბა ვა­ჟის სა­ხე­ლა­დაც, რა­საც მოწ­მობს ის­ტო­რი­უ­ლი სა­ბუ­თე­ბი (XVII ს.) და გვა­რი გე­დი­აშ­ვი­ლი.

ელე­ნე – ერთ-ერთი იმ სა­ხელ­თა­გა­ნია, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ფორ­მით მთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი (ელა, ელია, ლე­სია, ლენა, ნელი და სხვ.). წარ­მო­შო­ბით წი­ნა­რე­ბერ­ძნუ­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით გან­მარ­ტა­ვენ რო­გორც “ნა­თელს,” “მა­ნა­თო­ბელს”. ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში ამ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლია ულა­მა­ზე­სი დე­დო­ფა­ლი – ელე­ნე. ქარ­თულ­ში ამ სა­ხე­ლის მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ელო, ელი­კო, ლენა, ნელი, ლე­ლი­კო.

ელი­სა­ბედ – (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) “ღვთის მო­ფი­ცა­რი” (სი­ტყვა-სი­ტყვით: “ღმერ­თს ვფი­ცავ”, “ღმერ­თის ფიცი ჩემი”). მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ლიზა, ლი­ზი­კო.

ელი­სო – ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია, შე­საძ­ლოა მი­ღე­ბუ­ლი იყოს ელი­სა­ბედ-ის შე­მოკ­ლე­ბით. ელი­სო ჰქვია ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის გმირს.

ეფე­მია – (ბერ­ძნუ­ლი) “ღვთის­მო­სა­ვი,” “ღვთის­მოყ­ვა­რე”. მის კნი­ნო­ბით ფორ­მად ქარ­თულ­ში მი­იჩ­ნე­ვა: ფეფო, ფე­ფი­კო, ფე­ფე­ნა, ფე­ფე­ლა (თუმ­ცა წარ­მო­შო­ბით ესე­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხე­ლე­ბი ჩანს).

თა­მარ – სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქა­ლის სა­ხე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ის­ტო­რი­ულ პირ­თა­გან გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია თა­მარ მეფე (1184-1213 წლე­ბი). ეს პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მეფე-ქალი ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად შე­რა­ცხა და მისი სა­ხე­ლიც ქარ­თუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვი­და სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დარ­ში. წარ­მო­შო­ბით თა­მარს უკავ­ში­რე­ბენ სე­მი­ტურ ენებს, კერ­ძოდ ებ­რა­ულს, სა­დაც იგი “ფი­ნი­კის პალ­მას” ნიშ­ნავს. მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: თამ­რო, თამ­რი­კო, თა­მუ­ნა, თა­მუ­ნია, თაკო. თა­მარ-ისა­გან არის ნა­წარ­მო­ე­ბი გვა­რე­ბი თა­მა­რაშ­ვი­ლი, თა­მა­რა­ძე, თა­მა­რა­უ­ლი; გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხე­ლე­ბი თა­მა­რი­სი, თა­მა­რა­შე­ნი და სხვ.

თამ­თა – მი­ღე­ბუ­ლია თა­ჰამ­თა-სა­გან, რო­მე­ლიც გვხვდე­ბა როს­ტო­მის და ზოგი სხვა ირა­ნე­ლი გმი­რის ეპი­თე­ტად და ნიშ­ნავს “ღო­ნი­ერს,” “გო­ლი­ათს,” “ძლი­ერს,” “მა­მაცს,” ” გმირს”. სპარ­სეთ­ში და ძველ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვა­ჟის სა­ხე­ლი იყო. თა­თია, თა­თუ­ლი – ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია.

თეა – (ბერ­ძნუ­ლი) ნიშ­ნავს “ღვთა­ე­ბას”.

თეკ­ლე – (ბერ­ძნუ­ლი) “ღვთის დი­დე­ბა”. მი­სი­ვე ვა­რი­ან­ტე­ბია თეკ­ლა (ერეკ­ლე მე­ფის უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს ხუმ­რო­ბით თეკ­ლე-ბიჭს ეძახ­დნენ). ამ სა­ხე­ლის პირ­ველ ნა­წილს შე­ად­გენს თეოს – “ღმერ­თი,” რო­მე­ლიც შე­დის აგ­რეთ­ვე ბევრ სხვა სა­კუ­თარ სა­ხელ­ში(მაგ.: თე­ო­დო­რე), მე­ო­რე ნა­წი­ლია კლე­ოს – “დი­დე­ბა,” რო­მელ­საც აგ­რეთ­ვე ევ­რო­პა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქა­ლის სა­ხე­ლი კლე­ო­პატ­რა შე­იც­ვას – “მა­მის დი­დე­ბა”.

თეო – (ბერ­ძნუ­ლი) “ღმერ­თი,” “ღვთა­ე­ბა”. თეო-ს (ასე­ვე თეკ­ლე-ს) კნი­ნო­ბი­თია ქარ­თულ­ში თეკო.

თე­ო­ნა – (ბერ­ძნუ­ლი) “ღვთის ფიქ­რი”, “ღვთის გო­ნე­ბა”. ადრე კა­ცის სა­ხე­ლი იყო და შემ­დგომ იქცა ქა­ლის სა­ხე­ლად.

ელე­ო­ნო­რა – ახა­ლი ნა­სეს­ხე­ბია ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­დან, შე­საძ­ლოა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი­დან და ნიშ­ნავ­დეს “მო­წყა­ლე­ბას,” “თა­ნაგ­რძნო­ბას”. მისი შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა ნორა.

ელზა – ახა­ლი ნა­სეს­ხე­ბია ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­დან, სა­დაც იგი ელი­სა­ბედ-ის კნი­ნო­ბით ფორ­მას წარ­მო­ად­გენს.

ელი­კო – ელე­ნე-ს კნი­ნო­ბი­თი ფორ­მაა, მხო­ლოდ ქარ­თულ­ში გვხვდე­ბა და ცალ­კე სა­ხე­ლად ქცე­ვის ტენ­დენ­ცია ახა­სი­ა­თებს.

თი­ნა­თი­ნი – (ქარ­თუ­ლი) “მზის სხი­ვის ანა­რეკ­ლი,” “მო­ციმ­ცი­მე სხი­ვი”. “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი ქა­ლის სა­ხე­ლია და ამ პო­ე­მის წყა­ლო­ბით, ძალ­ზე გავ­რცელ­და ქარ­თულ­ში. მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია თინა, თიკო, თი­ნი­კო, თი­ნუ­კა, თი­ნა­ნო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გარყვნილი ქმედება სამი თვის ჩვილის მიმართ? _ დაკავებულია ბავშვის მამა
Öncəki yazı
ქართველი მეუღლე და ტრადიციული ქორწილი – გაიცანით ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც სამივე ქართული ანბანი ისწავლა და პრინსტონის უნივერსიტეტში ქართულ საგალობლებზე დისერტაცია დაიცვა