This is a specific ad

რას გეგმავს და რამდენს ხარჯავს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

57

Another advertisement

2024 წლის განმავლობაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია ბიუჯეტს 11 987 200 ლარი დაუჯდება.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ქვეპროგრამა „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები“ ითვალისწინებს ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობას და მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდა, რისთვისაც სააგენტოს 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 000 000 ლარი.თუმცა სააგენტო გამარტივებული შესყიდვით მხოლოდ გამოყოფილი თანხის 75%-ის ათვისების უფლებას ითხოვს. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებებზე წარსადგენი ღვინოპროდუქცია არის ქართველი მწარმოებლების მიერ შექმნილი პროდუქცია, რაც ხაზს უსვავს ქართული კულტურის უნიკალურობას, რომელთა შესყიდვა ხდება უშუალოდ მწარმოებლებისაგან, მათ შორის ფიზიკური პირებისა და მცირე მარნებისაგან. ღონისძიებებზე პროდუქციის ტრანპორტირება, ასევე დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ გარემოებებთან, რადგან ტვირთის რაოდენობისა და მოცულობის წინასწარ დადგენა შეუძლებელია. იგი დამოკიდებულია კონკრეტული ღონისძიების ფორმატზე და ორგანიზატორის მიერ დადგენილ მოთხოვნებზე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
 გადაჭარბებულ ხმაურზე ხვალიდან ჯარიმები იზრდება
Öncəki yazı
ექსპორტის მოცულობამ 11 თვეში გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებელს და 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა – ვახტანგ ცინცაძე