This is a specific ad

რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის – ქვეყანაში მშვიდობა და კეთილდღეობა გაიმარჯვებს – კახა კალაძე

66

Another advertisement

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა მიუღებელია და რადიკალიზმი ქვეყანაში ყოველთვის განწირულია.

 

დედაქალაქის მერმა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის შეფასებები, რაც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, სამწუხარო რეალობაა.

„საქართველოში, ოპოზიციის ნაცვლად, არჩევნებს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები. ეს არის რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ის კონკრეტული განცხადებები, რაც კეთდება. საქართველოში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს წამოცდენები, იგივე სანქციებთან დაკავშირებით. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს პროცესები, განცხადებები, კიდევ უფრო გამძაფრდება. პირდაპირ დალაგებული აქვთ ყველაფერი – სად, როდის, ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა თქვას, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ ოპოზიციას, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, მოახერხონ და მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სამწუხარო და ძალიან ცუდია, რადგან არავის უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, პარალელური დათვლის შედეგები გაყალბდა.

„ეს რისთვის კეთდებოდა? იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა, დაძაბულობა მოეწყოთ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რაც არ უნდა განცხადებები აკეთონ, აქ ჩამოვიდნენ და უშუალოდ ხალხთან დაიწყონ სიარული, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება. რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ბოროტება ყოველთვის დამარცხდება ამ ქვეყანაში და გაიმარჯვებს მშვიდობა, კეთილდღეობა და ქვეყნის განვითარება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
5 წლის ნინი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
Öncəki yazı
გიორგი გახარიამ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა