პუტინი იმედოვნებს, რომ თურქეთში გაზის ჰაბი “უახლოს მომავალში” შეიქმნება.
რუსეთი ახლოსაა მიაღწიოს შეთანხმებას თურქეთთან ბუნებრივი გაზის სავაჭრო ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით, რამეთუ კრემლი საკუთარი ნედლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს.
“იმედი მაქვს, ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება უახლოს მომავალში,” – თქვა ვლადიმერ პუტინმა
შავი ზღვის კურორტ სოჭში გამართული შეხვედრისას.უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირთან ურთიერთობის მკვეთრად გაუარესების შემდეგ რუსეთი ანკარასთან ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს. პუტინმა გაზის სავაჭრო ჰაბის იდეა გასულ წელს გააჟღერა.
მისი აზრით, ეს რეგიონში ენერგომდგომარეობას უფრო სტაბილურს გახდის და დააბალანსებს.აღსანიშნია, რომ ერდოღანის და პუტინის პოლიტიკური კავშირი ამით არ სრულდება და ისინი უკვე მუშაობენ თურქეთში 20 მილიარდ დოლარიანი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წლიდან უნდა ამუშავდეს.
ამასთან, შეხვედრამდე პუტინმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის მარცვლეულის შეთანხმების განსაახლებლად.