This is a specific ad

პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

46

Another advertisement

პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.აღნიშნული შეხვედრის მიზანი, ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ადგილზე უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაა.

პროექტის ფარგლებში, 25-70 წლის ასაკის მოქალაქეებს, სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის გამოკვლევები ადგილზე უფასოდ უტარდებათ.

პროექტი ხორციელდება „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს HEKS-EPER Georgia ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით.

Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს
Öncəki yazı
Quru ərik təzyiqi salır, yoxsa qaldırır? – 10 faydası