კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ აჯანყებას აჩერებს.
მისი თქმით, ძალებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებს.პრიგოჟინის თქმით, ვაგნერს მოსკოვამდე 200 კილომეტრი დააკლდა, ამ გზაზე კი “ერთი წვეთი სისხლიც არ დაღვარა”, მაგრამ ახლა “არ უნდათ სისხლისღვრა”, ამიტომ კოლონებს უკან აბრუნებს.
“გარკვეულ ძალებს სურდა ვაგნერის არსებობის შეწყვეტა. დღე-ღამეში მივედით იმ ადგილამდე, საიდანაც მოსკოვამდე 200 კილომეტრი იყო დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების სისხლის წვეთიც კი არ დაღვრილა. ახლა დადგა ისეთი მომენტი, როცა შეიძლება მომხდარიყო სისხლისღვრა. ამიტომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ვატრიალებთ კოლონებს და მივდივართ საპირისპირო მიმართულებით, საველე ბანაკებში, წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით”, – აცხადებს პრიგოჟინი