This is a specific ad

პრემიერის ვიზიტი აშშ-ში დაიწყო

57

Another advertisement

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით იმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
Öncəki yazı
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ლიდერების „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს