Another advertisement
“ანტიტერორისტული ღონისძიებები მაღალი პროფესიონალიზმითა და სიზუსტით განხორციელდა ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდა და არც ინფრასტრუქტურა არ დაზიანდა. თუმცა, მტრის პოზიციები, იარაღი და აღჭურვილობა მთლიანად განადგურდა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობასთან მიმართვის დროს განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში ახალი ვითარების წარმოქმნა გარდაუვალია, რადგან კრიმინალური რეჟიმის შეცვლის შემდეგ დაძაბულობის წყარო აღარ იქნება და ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას საბოლოოდ შეეძლება მშვიდად ამოსუნთქვა.